მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, შესაძლოა ივლისი 2023 წლის ყველაზე ცხელ თვედ დაასახელონ.
სამხრეთ ევროპაში ჰაერის ტემპერატურის საგრძნობმა მატებამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა იქონია. განსაკუთრებით კი მათზე, ვინც ფიზიკურად მუშაობს და ღია ცის ქვეშ დიდ დროს ატარებს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ტემპერატურამ, რომელიც 39 გრადუს ცელსიუს აჭარბებს შესაძლოა ადამიანის სიცოცხლეზე სასიკვდილო გავლენა იქონიოს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამუშაოს შესრულების დროს ძლიერი სიცხე დასაქმებულის შრომისუნარიანობაზე ისახება. 24-26 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა პროდუქტიულობის შემცირებასთან არის დაკავშირებული.
ხოლო 33-34 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დასაქმებულების შრომისუნარიანობას 50%-ით ამცირებს.