მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში კრიშნას მიმდევარები უკვე 30 წელია კრიშნას ხეობაში ცხოვრობენ

უნგრეთში კრიშნას მიმდევარები უკვე 30 წელია კრიშნას ხეობაში ცხოვრობენ

უნგრეთში კრიშნას ხეობაში კრიშნას მიმდევრები, რომლებიც თვითუზრუნველყოფისა და ბუნებასთან სიახლოვისკენ მიისწრაფვიან, 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 30 წლის შემდეგ 300 ჰექტარ ფართობზე დიდი ცვლილებები მოხდა, თუმცა მათი დევიზი უცვლელია – მარტივი ცხოვრება, ამაღლებული აზროვნება.

„თუ ჩვენ შეგვიძლია სწორი ცოდნითა და სწორი სულიერი პრაქტიკით ვიზრუნოთ ჩვენს სულზე, ეს დაგვეხმარება ამ სამყაროს აურზაურს თავი დავაღწიოთ,” – ამბობს კრიშნას მიმდევრებთა საზოგადოების წარმომადგენელი უნგრეთში პეტერნე ზილაი.

კრიშნას ხეობა ყოველთვის ღიაა საზოგადოებისთვის. გასულ შაბათ-კვირას აქ სპეციალური პროგრამა შეიქმნა. სტუმრებს შეეძლოთ გაიგოთ ხეობაში მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესის შესახებ, მათი რწმენისა თუ კვების შესახებ.

სანატანა დასი ხეობაში პირველი დღიდანვე ცხოვრობს. მისი თქმით, ის, რომ უნგრეთში დღეს ბევრი ვეგეტარიანელია და ბევრი ვარჯიშობს იოგას, შეიძლება ამ ხეობის საზოგადოების დამსახურებაც იყოს.

„აქ, კრიშნას ხეობაში, ბევრი სტუმარი მოდის. ვხედავთ განსხვავებას მათ თვალებში, როდესაც ისინი უკან ბრუნდებიან. მე უბრალოდ ვხედავ, რომ აქ მათ რაღაც განიცადეს, აქაურობამ მათ სიცოცხლეს რაღაც ახალი შესძინა. ეს, მართლაც, შთამაგონებელი,” – ამბობს სანატანა დასი.

ხეობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება აკრძალულია. წესები ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. მიუხედავად სირთულისა, ეს საზოგადოება მაინც ფართოვდება. ახლა მეზობელ სოფელში თემის დაახლოებით 300 წევრი ცხოვრობს, უფრო მეტი, ვიდრე თავად კრიშნას ხეობაში. ისინი აქ პროგრამის ნაწილს მაინც ესწრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend