მთავარიმსოფლიოაფრიკანიგერში დემონსტრანტები საფრანგეთის სამხედრო ძალების ქვეყნიდან გასვლას მოითხოვენ

ნიგერში დემონსტრანტები საფრანგეთის სამხედრო ძალების ქვეყნიდან გასვლას მოითხოვენ

ნიგერის დედაქალაქ ნიამეის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი საფრანგეთის სამხედრო ძალების ქვეყნიდან გასვლას მოითხოვდნენ. მათ ასევე სურთ, რომ ნიგერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში უცხო ძალები აღარ იყვნენ ჩართული. საფრანგეთის სამხედრო ძალები ნიგერში დიდი რაოდენობით მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც გასულ კვირას ხუნტას ხელმძღვანელობით სამხედროებმა მთავრობა ჩამოაგდეს.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა ნიგერში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რიგგარეშე სამიტი გამართეს. ისინი ხუნტას მოუწოდებენ ტყვეობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი თავის თანამდებობაზე აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მას სამხედრო ქმედებით დაემუქრნენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები ერთი კვირის განმავლობაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ ნიგერის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. რაც შესაძლოა ძალის გამოყენებასაც ნიშნავდეს“, – განაცხადა ECOWAS-ის პრეზიდენტი დოქტორი ომარ ალიე.

ნიგერის ყოფილმა კოლონიურმა მმართველმა საფრანგეთმა  და ევროკავშირმა ნიგერთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შეწყვიტეს. გადატრიალების შემდეგ მათ ასევე შეაჩერეს ფინანსური დახმარება. შეერთებულმა შტატებმაც გააფრთხილა ნიგერი, რომ შეიძლება მანაც შეწყვიტოს დახმარება.

პარიზმა ოფიციალურ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა, რომ იგი მხარს უჭერს ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, რათა საბოლოოდ დასრულდეს საფრანგეთის საელჩოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობა.

ნიგერის ქუჩებში გამოსული მოსახლეობის განწყობა კი აშკარად ანტიდასავლურია, არსებობს ვარაუდი, რომ ნიგერი რუსეთის მხარეს გადავა.

ნიამეიში, საფრანგეთის საელჩოს წინ გამართულ აქციაზე იყო შეძახილები:  “გაუმარჯოს რუსეთს!” “გაუმარჯოს პუტინს!” “ძირს საფრანგეთი!”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend