სან-დიეგოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ზოოპარკში დაიბადა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სუმატრის ვეფხის ორი ბოკვერი- ძუ და ხვადი, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. სუმატრის ვეფხვი ერთადერთი სახეობაა, რომელიც ზონდის კუნძულებზე გადარჩა.
ახლა მსოფლიოში სუმატრის ვეფხვების რაოდენობა 600-მდეა, ამიტომ თითოეული ბოკვერის დაბადება დიდი გამარჯვებაა. დედა ვეფხვს, სახელად დიანას, ბოკვერები ბუნაგში რამდენიმე კვირის განმავლობაში ეყოლება. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მხოლოდ მაშინ შეძლებს საზოგადოება მათ ნახვას.