მთავარისაქართველოომი არ არჩევს ქალსა და მამაკაცს

ომი არ არჩევს ქალსა და მამაკაცს

როგორია ქალის ცხოვრება და ბრძოლა სამხედრო ნაწილებში. რა გამოწვევებს უმკლავდებიან ქართველი ქალი სამხედროები.

პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ყოველდღიურად გადიან სამხედრო სწავლებებს. სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულება დიდ ენერგიას და პროფესიონალიზმს მოითხოვს.

ერთ-ერთი საბრძოლო დანაყოფის მეთაური კი ხატია გოგალაძე თავის ჯარისკაცებთან ერთად ყველა ტიპის სწავლებაში მონაწილეობს და სამხედრო მოსამსახურეებს ხელმძღვანელობს.

პირველ ბრიგადაში ხატიასთან ერთად სხვა ქალი სამხედროებიც მსახურობენ. სამხდრო სამსახური მარტივი არაა. ქალებს ჯარში ყოველდღიურად სხვა და სხვა გამოწვევის დაძლევა უწევთ.

ხატია გოგალაძე, უფროსი ლეიტენანტი:  „პირადი დაკვირვებით, ქალ სამხედრო მოსამსახურეებს გამოარჩევთ პირველ რიგში მოტივაცია. დღევანდელი მდგომარეობით, მათ ნამდვილად უწევთ იმის დამტკიცება, რომ უნდათ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. შესაბამისად ამისთვის ბრძოლა და ამისთვის შრომა და ის მონდომება გამოარჩევთ დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეებისგან“.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარში ყოველწლიურად ქალი სამხედროების რიცხვი მატულობს. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალები მაინც უმცირესობაში არინ. იქნება ეს სასროლეთი, შტაბი თუ ნებისმიერი სხვა ადგილი ჯარში – მათი საქმიანობა მუდამ ყურადღების ცენტრშია.


მარიამ ერაძე, უფროსი ლეიტენანტი:  „რა თქმა უნდა უფრო ცოტანი ვართ ასეთ სამსახურებში ზოგადად ქალები, თუმცა ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, უარყოფითი ის აქვს, რომ თუ რამე არ გამოგივა – უფრო მეტად ჩანს, რადგან უმცირესობაში ხარ. მაგრამ თუ კარგად გამოგივა ისიც ძალიან კარგად ჩანს“.


ნადია ბერიძე, კაპრალ სპეციალისტი: „ბევრად უფრო მეტი შრომა გვჭირდება საერთოდ რაიმეს რომ მივაღწიოთ ან დავამტკიცოთ, ვიდრე მამაკაც სამხედრო მოსამსახურეებს. იმისთვის, რომ რაღაცეების მიღწევა გვინდა უფრო მეტი შრომაა საჭირო“.


გენდერული თანასწორობა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპების შეცვლის კუთხით არაერთი ღონისძიება ტარდება.


მაკა პეტრიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი:

 „განსაკუთრებული ყურადღებას ვაქცევთ ცნობიერების ამაღლებას, ტრეინინგებს და განათლებას. სწავლებები ინტეგრირებულია ყველა საფეხურზე, საკარიერო კურსებზე. როგორც უმცროსი ოფიცრების, კაპიტნების – ასევე უფროსი ოფიცრების. ქალთა გაძლიერება, ქალთა მაღალ თანამდებობაზე წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ვიზიარებთ იმ გამოწვევას, რაც დანარჩენ მსოფლიოს აქვსდა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობას ემსახურება ჩვენი პროქტები“.


ქართულ ჯარში ქალების ნაკლებობას, ექსპერტების შეფასებით, გარკვეულწილად სტერეოტიპებიც აფერხებს. და მაშინ როდესაც ხატია, მარიამი და ნადია სხვადასხვა სამხედრო ამოცანებს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ, ვიღაც მაინც ფიქრობს, რომ ჯარში ქალების ადგილი არ არის. ეს სტერეოტიპები თანდათან იცვლება. მაგრამ ექსპერტთა შეფასებით გენდერული თანასწორობის კუთხით მუშაობა გასაგრძელებელია. 


შორენა ლორთქიფანიძე: „ექსპერტი, თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრი – ძალიან მნიშვვნელოვანია რომ ის რაც უკვე გვაქვს იქ სადაც დაძრულია ყინული, გვყავს სამხედრო სფეროში ქალები. ძალიან ჭკვიანები, წარმატებულები. მისიებში იმსახურეს. ეს ხალხი უნდა შენარჩუნდეს სისტემაში. და კიდევ ახალგაზრდებს გაეხსნათ შესაძლებლობა. და რაც მტავარია ბევრი ფრუსტრაცია არ უნდა იყოს, უნდა იყოს სამართლიანობის განცდა. აი ამაზე არის სამუშაო რომ ის მირწევებ, თანასწორობის ინსტიტუციური მათ შორის თავდაცვის სამნისტროში იყოს შენარჩუნებული და განვითარებული“.


სამხედრო კონფლიქტები, რომლებიც მსოფლიოს ისტორიაში ასე მრავლადაა, მთლიანად ცვლის სახელმწიფოების ცხოვრების წესს. ომი არ არჩევს ქალსა და მამაკაცს – როდესაც სამშობლოს დაცვა სჭირდება, გამარჯვება თანასწორობით უფრო ადვილი მისაღწევია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend