ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტი რამდენიმე ათწლეულით სამართავად რუსულ კომპანიებს გადაეცემა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო გეგმის განხორციელებისა და მომდევნო ექსპლუატაციის შესახებ შეტანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება 49 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ე.წ. საერთაშორისო აეროპორტი სოხუმიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ბაბუშერასთან მდებარეობს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 1993 წლის შემდეგ აეროპორტისთვის აკრძალული აქვს საერთაშორისო ფრენები.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.