მთავარიევროპაუკრაინარუსეთის ომი უკრაინაში: ლუჰანსკთან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსეთის ომი უკრაინაში: ლუჰანსკთან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსეთს კვლავ მიაქვს საჰაერო იერიში უკრაინის ტერიტორიაზე. რუსი სამხედროები რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბავდნენ შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესას. უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ მათ რუსეთის მიერ გაშვებული 36 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდა თუ არა რაკეტები სხვა სამიზნეებს.

დონეცკის რეგიონში, ტორეცკში კი, მეხანძრეები, რომლებიც ტყის ხანძრებს ებრძოდნენ, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცნენ. მიმდებარე ადგილი ახლოსაა ფრონტის ხაზთან, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. იქაურობა გამუდმებით იბომბება. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა რომელიმე მეხანძრე.

უკრაინის ზოგიერთ ადგილას შეტაკებები უფრო გაძლიერდა. სამკერდე კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ლუჰანსკთან ახლოს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები ბახმუტთან ახლოს წინ მიიწევენ, მათ ზაპორიჟიის მახლობლად შეტევაც განაახლეს.

უკრაინელთა კონტრშეტევის ტემპი ნელ-ნელა იზრდება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ დასავლეთი ყოველდღიურად აწვდის შეიარაღებას. თუმცა რუსებს იმდენად კარგად აქვთ დაცული პოზიციები, რომ სწრაფი წინსვლა, ფაქტობრივად,  შეუძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend