რუსეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
პანდემიის შემდეგ ისინი ჩინელებთან ერთად პირველად ესტუმრნენ ქვეყანას.
ორი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ფხენიანში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც გამარჯვების დღისადმი არის მიძღვნილი.
რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირეა. ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს. ვაშინგტონის ინფორმაციით, ის საბრძოლო მასალითაც კი ამარაგებს მოსკოვს.