მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმინსკი და მოსკოვი - რუსეთის კვლევის ცენტრის დირექტორი, დავით დარჩიაშვილი

მინსკი და მოსკოვი – რუსეთის კვლევის ცენტრის დირექტორი, დავით დარჩიაშვილი

ბელარუსს ხშირად უწოდებენ ევროპის უკანასკნელ დიქტატურას, უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, მინსკმა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სხვა დატვირთვაც შეიძინა.

სწორედ ბელარუსიდან შეუტია მოსკოვმა კიევს, სწორედ ბელარუსში იმყოფებიან დღეს კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ ჯარისკაცები და სწორედ ბელარუსში გადაიტანა კრემლმა მისი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების ნაწილი.

1999 წლიდან ბელარუსი და რუსეთის ფედერაცია საკავშირო სახელმწიფოდ არიან გაერთიანებულნი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი მკვლევარი ბელარუსს მოსკოვის სატელიტ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკას მმართველობის ერთადერთი საფუძველი კრემლის მხარდაჭერაა. ამის გათვალისწინებით, უკრაინის გენერალურ შტაბში ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან განმეორებით შეტევას ელიან.

ბელარუსის სამხედრო რესურსი დაახლოებით იგივეა, რაც სერბეთისა და ბულგარეთის, შიდა პოლიტიკური სიმყიფისა და ჯარისკაცების დაბალი მორალის გათვალისწინებით კრემლის მხარდაჭერის გარეშე ალექსანდრ ლუკაშენკას მომავალი არ აქვს.

ბელარუსთან დაკავშირებით სასაუბროდ „ევრონიუს ჯორჯიამ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის კვლევის ცენტრის დირექტორი, დავით დარჩიაშვილი მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend