საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება.
დაგეგმილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.