22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში რიგით მე-15 საერთაშორისო ფესტივალი, „ღამის სერენადები“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში ექვსი კონცერტი გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებებში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალის დამფუძნებელი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა, სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ისაკაძე.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ფესტივალის “ღამის სერენადები” გენერალურმა დირექტორმა, ნინა ცაგარელმა და ბორჯომის მერის მოადგილემ, გიორგი ბუგიანიშვილმა ისაუბრეს.