მთავარიევროპაუკრაინაქალაქ ოდესაზე მორიგ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ქალაქ ოდესაზე მორიგ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.  კვირას მან კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა.  რეგიონული გუბერნატორის თქმით,  დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის ბოროტებასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე,  ქალაქებზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და ეკლესიებზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს. იგი საზოგადოებას ჰპირდება, რომ  ოდესაზე თავდასხმის საპასუხოდ და  რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, ბოროტება არავის შერჩება.

ოდესის ფერისცვალების ტაძრის მთავარ დიაკონი ანდრეი პალჩუკი ამბობს, რომ ზიანი ძალიან დიდია. ტაძრის ნახევარს სახურავი აღარ აქვს, დაინგრა ცენტრალური ნაწილი და  დაზიანდა საძირკველი.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად

სამაშველო ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. ოდესის მკვიდრი ტეტიანა ტონიევა იხსენებს, რომ აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაიგო.  თავიდან ვერაფერს მიხვდა. სრული სიბნელე იყო. თავზე აგურები და შუშის ნამსხვრევები ეყრებოდა. ტელეფონითაც ვერაფერი დაინახა, რადგან ყველგან მტვერი იყო.

„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ რუსეთს ინტენსიურად მიაქვს იერიში შავი ზღვის საპორტო ქალაქზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend