მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარის მრავალფეროვანი და მრავალეროვანი სამზარეულო

კატარის მრავალფეროვანი და მრავალეროვანი სამზარეულო

კატარი არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ერის სამზარეულო ერწყმის ერთმანეთს. ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის, რაც სურს.  დოჰაში უამრავ მაღალი კლასის რესტორანს ნახავთ, თუმცა მრავალი ფარული მარგალიტიც არსებობს, სწორედ მათზე მოგითხრობთ ახლა.

ჯან ჯია ნის ოჯახური რესტორანი Zhen Street Kitchen-ი ტრადიციულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინურ სამზარეულოზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ უამრავი რამ შეიცვალა დოჰაში მას შემდეგ, რაც მშობლებმა პირველად გახსნეს აქ რესტორანი 10 წელზე მეტი წლის წინ. ახლა რესტორანი ვესტ ბეიში მდებარეობს. მართალია, ადგილმდებარეობა შეიცვალა, მაგრამ ჩჟან ნი ირწმუნება, რომ ენთუზიაზმი არ შეცვლილა.

„რატომ გავხსენი რესტორანი? იმიტომ რომ ჭამა მიყვარს,“ – იცინის ჯან ჯია ნი. მისმა ოჯხამა რესტორანი 20 წლსი გახსნა კატარში და ჯია ნი ამბობს, რომ ახლა უფრო ადვილია ქალაქში ჩინური სამზარეულოს ინგრედიენტების პოვნა, ვიდრე ათი წლის წინ.

„ადრე, როდესაც ჩინეთში ჩავდიოდით, ინგრედიენტებს ბარგში ვაწყობდით. მაგრამ  ახლა საქმე უკეთესადაა, რადგან აქ ჩინური სუპერმარკეტია. ამიტომ საქმე გაგვიადვილდა,“ – განმარტავს ჯიან ნი.

გასტრონომიული თემების მწრალი და ბლოგერი რეიჩელ მორისი ბედნიერია იმის გამო, რომ ქალაქში სულ უფრო მომრავლდა საოჯახო მაღაზიები.

„კატარელებს უზომოდ უყვართ ჭამა-სმა. ძალიან ბევრს ვჭამთ. გვიყვარს, გარეთ რომ ვსადილობთ. და თან აქ მრავალი კულტურაა შერწყმული. ამიტომ ბევრს სურს საკუთარი სახლის სამზარეულოს გემო აქაც გადმოიტანოს,“ – ამბობს რეიჩელი.

დოჰაში აზიური სამზარეულო ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი.

ჩინურის გარდა აქ  ტაივანურს, ბირმულსა და ვიეტნამურ სამზარეულოს ბრჭყინვალე ნიმუშებს იპოვით – თანაც სამივეს ერთ ჭერქვეშ რესტორან  Tuk Tuk Saigon-ში.

რესტორანი  Tuk Tuk Saigon-ი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაიხსნა. როდესაც კატარში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ ფეხბურთის გულშემატკივრები, აქაური სამზარეულო კიდევ უფრო მრავალეროვანი გახდა.

„Tuk Tuk Saigon-ში მხოლოდ კერძებს არ ვთავაზობთ,“ – ამბობს ნატჩა კიჯულაჯარიტ ფრიელი,  რესტორან Tuk Tuk Saigon-ის თანამფლობელი. „ჩვენ ატმოსფეროს შექმნაზეც ვზრუნავთ. დეკორაციები ჩამოგვაქვს ტაივანიდან, ვიეტნამიდან, რათა აქ შემოსულმა ადამიანმა იქაური გარემო შეიგრძნოს, თანაც შეგიძლია ის კარგი კერძები მიირთვა, რომლებითაც გიმასპინძლდებით.“

ბირმული სამზარეულო კატარში საიხლეა და მორისს ის ძალიან მოსწონს:

„ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კერძი მათი მენიუდან არის ე.წ. ბირმული სპაგეტი. ეს არის რაღაც…რაც ნამდვილად ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფიელებს. არის მოტკბოც, სანელებლებით შეკმაზული, ხრაშუნაც. შეიცავს მწნილსაც. ძალიან მაგარია.“

გურმანების საზოგადოება

დოჰას მკვიდრნი უბრალოდ განებივრებულები არინა ფართო არჩევანით. გასტრონომიული თემების ბლოგერი და წიგნის „კატარი ლუკმა-ლუკმა: კატარის გასტრონომიული სურათის მიმოხილვის“ – თანაავტორი ტერი ჰუტი გასტრონომიულ ტურებს აწყობს „დოჰის კვების პროექტის“

„ერთ-ერთ ტურს ჩვენ ვუწოდეთ „კვება გზად“ და ამ ტურის ფარგლებში ერთ ქუჩაზე ან ერთ უბანში მდებარე სამ სხვადასხვა რესტორანში მივდივართ,“ – განმარტავს ტერი. „კიდევ ერთ ტურს დავარქვით – „ კერძები ერთ ჭერქვეშ“, როგორიც აქ ვესტინშია და მის ფარგლებში მივიდივართ სამ სხვადასხვა რესტორანში, რომლებიც ერთ სასტუმროში ან სასტუმროს კომპლექსში მდებარეობს.“

ტერი მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა ბედნიერია და კარგად ნაკვები. ბუტი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროში მუშაობს, მაგრამ სამი წლის წინ გასტორნომიაზე დაიწყო ბლოგის წერა.

„ამას გასართობად ვაკეთებ –  აი, რატომ ვაკეთებ,“ – ამბოსბ ტერი. „ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი გატაცება. ის ორი ნაწილისგან შედგება. კერძო სტუმრები კომფორტის ზონიდან გამომყავს და დოჰის ერთი უბნიდან სხვა ისეთ ადგილას მიმყავს, რომლის არსებობა შეიძლება არც კი იცოდეს. კლიენტები მენდობიან ამ მხრივ. გარდა ამისა, ვცდილობ, დავეხმარო სხვა რესტორნებს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებს და ისეთი კლიენტები მიმყავს მათთან, რომლებსაც ამ რესტორნებზე არაფერი გაუგიათ.“

სამხრეთ-ამერიკული სამზარეულო დოჰაში

ბოლო დროს პერუს სამზარეულომ კულინარიულ სამაყაროში გადატრიალება მოახდინა როგორც კერძების ხაზის, ისე დახვეწილი მომსახურების თვალსაზრისით.  რესტორან COYA-ში, რომელიც სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექს W Doha Hotel and Residences-ში მდებარეობს, საკუთარი უნიკალური  სტილი აქვთ. COYA-ის  შეფმზარეული ჰასან კაიაბასის განმარტავს, რომ პერუს სამზარეულო მხოლოდ სევიჩე და თათაბო არ არის.

„სევიჩე არის თითქოს პერუს სავიზიტო ბარათი. მაგრამ ნამდვილად ბევრად მეტია ეს სამზარეულო. იგი მოიცავს კარტოფილის 3 ათას სახეობას, ასევე მარცვლეულის ასობით სახეობას. მეთექვსმეტე საუკუნემდე ევროპაში, აღმოსავლეთში, არც კი ვიცოდით, რა იყო კარტოფილი. მისი სამშობლო პერუა. პერუში არის ასევე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ცხარე წიწაკის სახეობები, წიწაკას პერუში, ფაქტობრივად, ყველა კერძის მომზადებისას იყენებენ,“ – ამბობს ჰასანი.

კერძი, რომელსაც ჰქვია „აროზ ნიკეი“  პერუს სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. იგი მარინადში ჩადებული ზღვის ქორჭილისგან მზადდება, რომელსაც სურნელოვანი ბრინჯის გარნირი ახლავს.

კორეული სურნელი

მსოფლიოში კორეული პოპმუსიკისა და სერიალების პოპულარობის გავრცელების შემდეგ სახელი კორეულმა ბარბიქიუმაც სწრაფად გაითქვა. ხორცის შეწვის კორეული სტილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ მეთოდად იქცა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მეთოდი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს.

რესტორანი Yee Hwa Restaurant, სადაც ხალხი კორეული ბარბიქიუსა და კიდევ სხვა კერძებისთვის დადის, კატარში 1998 წელს გაიხსნა, კორეული კულტურის აღზევებამდე ბევრად ადრე.

დღეს სან მუნი თავისი მშობლების საქმიანობას აგრძელებს. მან უკვე ორი ფილიალი გახსნა და კორეული ბარბიქიუს სიყვარულს ავრცელებს.

სან მუნი, რესტორან Yee Hwa-ის მმართველი პარტნიორი:

მნიშვნელობა არ აქვს, როდის შეჭამ კორეულ მწვადს, სადილზე თუ სამხარზე, მეწყვილესთან თუ მეგობრების ჯგუფთან ერთად, სხვადასხვა კერძის თუ საწებლის თანხლებით – კორეული მწვადის სურნელი და გემო ყოველთვის ისეთივე დინამიკურია, როგორიც თავად ეს ქვეყანა.

მალაიზიური დელიკატესები

Mama Rozie-ი  არის რესტორანი, სადაც მალაიზიური და ინდონეზიური სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს გთავაზობენ, რომელიც შინ დამზადებული საჭმლის გემოს მოგაგონებს.

მალაიზიაში დაბადებული მამა როზი კატარში პირველად 1996 წელს ჩამოვიდა. მალევე კერძების მომზადება დაიწყო თავისი თანამემამულე მარტოხელა ემიგრანტებისთვის, რათა სახლიდან შორს მყოფ ადამიანებს სახლის გემო ეგრძნოთ. საკუთარი თემის დახმარებით მამა როზიმ გააფართოვა ოჯახური ბიზნესი და რესტორნად აქცია.

საქონლის რენდანგი, ლაქსა და სატაი – ეს არის მალაიზიური ეროვნული კერძები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ მამა როზის რესტორანში. აქ დამზადებულ ზოგიერთ კერძს შინ მომზადებულის გემო აქვს, რადგან ხელით მზადდება.

პოლონური სამზარეულო დოჰაში

მამა როზის შორიახლოს არის რესტორანი Polka – პირველი პოლონური რესტორანი კატარში. მაგდა ლუქსმა Polka  2022 წლის ბოლოს გახსნა, ძირითადად იმიტომ, რომ პოლონური კერძები ენატრებოდა. თანაც სურდა, საკუთარი კულტურა სხვებისთვისაც გაეზიარებინა როგორც კერძების, ისე დეკორაციების საშუალებით.

მაგდა ლუქსი,  რესტორან Polka-ის თანამფლობელი:

„აქაურობა მუზეუმს ჰგავს. თითქმის ყველაფერი ხელით დავამზადეთ და ძალიან ბევრი ნივთი ხისგან გავაკეთეთ.“

აქ გაცილებით მრავალფეროვან პოლონურ კერძებს გთავაზობენ, ვიდრე ცნობილი ღვეზელი ან პელმენია. Polka-ის მენიუ გპირდებათ ტიპურ სადილს, რომელსაც პოლონეთში უქმეებზე მიირთმევენ.

„ჩვენ გვაქვს კერძი, რომელსაც აქ გაწურულ კომბოსტოს ვეძახით, პოლონეთში კი „გოლუბკი“ ჰქვია. ეს არის ხორცთან და ბრინჯთან ერთად გადახვეული კომბოსტო. ეს  კი პიცის მსგავსია და  „ზაპიეკანკას“ ვუწოდებთ. გემრიელია,“ – ამბობს მაგდა. „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი კულტურის გაზიარებაა. კულტურის სამზარეულის საშუალებით გაზიარება კი ყველაზე მეტად მაბედნიერებს.“

ავტორი: ლაილა ჰუმაირაჰი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend