მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა აშშ-სგან მიწოდებულ კასეტურ საბრძოლო მასალას უკვე იყენებს

უკრაინა აშშ-სგან მიწოდებულ კასეტურ საბრძოლო მასალას უკვე იყენებს

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები  ბრძოლის ველზე  უკვე იყენებენ   ამერიკული წარმოების კასეტურ ბომბებს.

გაერომ დაგმო რუსეთის მიერ ოდესისა და შავი ზღვის პორტების დაბომბვა. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის სტეფან დუჟარიკის თქმით,  ეს თავდასხმა არღვევს  გაეროს ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომლის თანახმად,  რუსეთის ფედერაციამ ხელი უნდა  შეუწყოს  უკრაინის კონტროლირებადი შავი ზღვის პორტებიდან საკვების, მზესუმზირის ზეთისა და სასუქების შეუფერხებელ ექსპორტს.

სუმის გარეუბანში კი ორი ირანული წარმოების დრონით თავს დაესხნენ ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკს, რის შედეგადაც დაზიანდა ორი შენობა. ერთ-ერთ შენობას შეჯახების შედეგად გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც  მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს.

სუმის მერის ინფორმაციით, თავდასხმების დროს არავინ დაშავებულა.  ჯამში ქალაქს თავს დაესხნენ სამი დრონით, რომელთაგან ერთ-ერთი საჰაერო ძალებმა გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთმა გასული ოთხი დღის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა და 90 ირანული წარმოების დრონი გაუშვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend