შვედეთსა და ერაყს შორის დიპლომატიური დაძაბულობაა. ბაღდადმა ქვეყნიდან გააძევა შვედეთის ელჩი, რადგან შვედეთში ერაყის საელჩოსთან ერთ-ერთი ერაყელი ყურანის დაწვას გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, მან მხოლოდ ძირს დააგდო წმინდა წიგნი და ფეხებით გადაუარა. ათობით ადამიანი გამოვიდა იმ აქციის წინააღმდეგ, რომელიც საელჩოს წინ იგეგმებოდა და რომლის გამართვის უფლებაც მოქალაქეებს პოლიციამ მისცა.
ერაყში უკმაყოფილებას გამოხატავენ ყურანის დაწვის ღონისძიების დაგეგმვის გამო. საპასუხო ნაბიჯად ერაყში შვედურ გიგანტ კომპანია „ერიქსონს“ გაუუქმეს ლიცენზია. შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე ღამით მომიტინგეები შეიჭრნენ. იყო რამდენიმე შეტაკება. შეერთებული შტატები ერაყისგან მოითხოვს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაიცვას შვედეთის საელჩო.