მთავარიმსოფლიოევროპაბალკანეთის ქვეყნების ქალაქებში ძლიერ სიცხეს მძლავრი შტორმები მოჰყვა

ბალკანეთის ქვეყნების ქალაქებში ძლიერ სიცხეს მძლავრი შტორმები მოჰყვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს, ისევე, როგორც  ბალკანეთის ქვეყნების რამდენიმე ქალაქს, ძლიერი სიცხისა და მაღალი ტემპერატურის შემდეგ მძლავრი შტორმი დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზი, რამაც გარკვეულ ადგილებში ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა. აეროპორტი ჯერ ისევ დაკეტილია.

ხორვატიაშიც, ზაგრებში,  შტორმის გამო დღისით უცებ დაბნელდა, რასაც ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა მოჰყვა. ქალაქში შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ელექტროენერგიის მიწოდება. ქუჩები კი წაქცეული ხეებით ჩაიხერგა.

ზაგრების საგანგებო სამსახური მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, რადგან ერთდროულად უამრავი ზარი შედის დახმარების თხოვნით. 2 ადამიანი გარდაიცვალა ხის დაცემის შედეგად.

სლოვენიაშიც ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე აუცილებელი გახდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც ძლიერ ქარში მოყვნენ. მთელ რეგიონში შტორმებმა ქაოსი გამოიწვია, ათობით ადამიანი დაშავდა, შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend