უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებს უტევენ. ფრონტის ხაზზე რუსული დანაყოფები ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდანაცაა გაგზავნილი.
როგორია უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა რუსულ ბაზებზე. „ევრონიუს ჯორჯიას” გადამღები ჯგუფი ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა და დაცარიელებული რუსული ბაზები აღმოაჩინა.
პატარა ლიახვის ხეობის ოკუპირებული სოფელ დისევში რუსული სამხედრო ბაზა 2008 წლის ომის შემეგ აშენდა.
დისევის მაცხოვრებელი ვეფხო ოქროპირიძე საკუთარ სოფელს მავთულხლართების მეორე მხრიდან აკვირდება. მიწასთან გასწორებული სოფლის თავში რუსული სამხედრო ბაზაა და როგორც ვეფხო ამბობს სოფელში რუსი სამხედროების აქტიურობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ცხინვალის რეგიონში რუსული ბაზების აქტიურობის შემცირებას ექსპერტები უკრაინის ომს უკავშირებენ.
ცნობილია, რომ როგორც ადგილობრივი ოსური ფორმირებები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი სამხედროები კრემლმა უკრაინის ფრონტზე გააგზავნა. მაათი უმრავლესობა ბრძოლაში იღუება და უკან მხოლოდ მცირე პირადი შემადგენლობა ბრუნდება.
მსგავსი სიტუაციაა ცხინვალის რეგიონის სხვა მიმართულებებზე. სოფელი დვანში – ფრონეს ხეობა. აქაც რუსული ბაზაა, რომელსაც სამხედროებთან ერთად, ე.წ. რუსი მესაზღვრეები იყენებენ.
ამ ბაზაზეც, მსგავსად დისევის ბაზისა, „ევრონიუს ჯორჯიას” გადამღებ ჯგუფს არც ერთი რუსი სამხედრო არ შეგვინიშნავს.
შემცირებულია აქტიურობა ცხონვალის ბაზებზეც, თუმცა პერიოდულად სამხედრო სწავლებების ხმა მავთულხლართების მიღმა, განადგურებული ქართული სოფლებიდან კვლავ ისმის.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში რუსული არმიის მექანიზებული შენაერთები იყვნენ განთავსებული.
ახლა ამ დანაყოფის დიდი ნაწილი უკრაინის ფრონტზეა განაწილებული. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ფრონტის მთელ ხაზზე კონტრშეტევით ოპერაციებს წარმართავენ. რომელთა პირდაპირი გამოძახილია სწორედ დაცარიელებული რუსული სამხედრო ბაზები ცხინვალის რეგიონში.