ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა მომტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის სასამართლო სისტემის რეფორმის გეგმას ეწინააღმდეგებიან და რომლებმაც თელ-ავივში ერთ-ერთი მთავარი საგზაო კვანძი გადაკეტეს.
მანამდე ათასობით მომიტინგემ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიუჰუს მთავრობის გეგმა ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის სადგურების გადაკეტვით გააპროტესტა. საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მეშვიდე თვეა იმართება.