მთავარისაქართველოსაქართველოში ფერმერები ხორბლის დიდ ნაწილს კვლავ ვერ ყიდიან

საქართველოში ფერმერები ხორბლის დიდ ნაწილს კვლავ ვერ ყიდიან

არც ხორბალს იბარებენ წისქვილში 70 თეთრად და არც პურის ქარხნები იხდიან ერთ ტომარა ფქვილში 52 ლარს. ფერმერები პირობის შეუსრულებლობაში წისქვილებს, წიქსვილები კი მეპურეებს ადანაშაულებენ

სამხრივი შეთანხმებიდან თვეზე მეტი გავიდა და ის ამ დრომდე არ სრულდება. არც ხორბალს იბარებენ წისქვილში 70 თეთრად და არც პურის ქარხნები იხდიან ერთ ტომარა ფქვილში 52 ლარს. არადა ეს შეთანხმება სწორედ ამას ითვალისწინებდა. მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შეთანხმების შედეგად, ფერმერები ხორბლის ძველი მოსავლის რეალიზაციას შეძლებდნენ, წისქვილებს კი მუშაობას.

დღეს, 19 ივლისს შეთანხმების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ – ფერმერები ფქვილის მწარმოებლებს, ფქვილის მწარმოებლები კი თავის მხრივ მეპურეებს.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებისთვის მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ მეპურეები ფქვილს ყიდულობენ იმ ფასად, რა ფასადაც წისქვილკომბინატები აწვდიან და პრობლემას ხორბლის ხარისხში ხედავენ. მათი განმარტებით,  ხორბალი და შესაბამისად ფქვილი ვერ პასუხობს ცხობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 10 ივნისიდან რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე 200 ლარიანი დროებითი მოსაკრებელი დაწესდა.

სანაცვლოდ, წისქვილებს 1 კილოგრამი სასურსათო ხორბალი 70 თეთრად უნდა შეეძინათ. შეთანხმებიდან თვეზე მეტი გავიდა და მეხორბლე ფერმერები მოსავლის დიდ ნაწილს ისევ ვერ ყიდიან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend