მთავარისაქართველოსაპენსიო სააგენტო მოქალაქეების თანხის ნაწილს საფონდო ბირჟებზე დააბანდებს

საპენსიო სააგენტო მოქალაქეების თანხის ნაწილს საფონდო ბირჟებზე დააბანდებს

საპენსიო სააგენტო დაგროვებითი პენსიით მობილიზებულ თანხას საერთაშორისო მასშტაბით მსხვილი კორპორაციების აქციებში დააბანდებს. ეს სიახლე აგვისტოდან ამოქმედდება და სამ კატეგორიად დაიყოფა – ნაკლებრისკიანი, საშუალო და მაღალ რისკიანი პორტფელები. დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართულ მოქალაქეებს კი თავიანთი კაპიტალის მართვა და ამა თუ იმ პორტფელში გადატანა 6 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

სამი პორტფელი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაიყოფა.

40 წელს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების თანახი ნაწილი მაღალ რისკიან პორტფელში მიემართება.

40-დან 50 წლამდე პირის აქტივი საშუალო რისკიან პორტფელში განთავსდება.

ხოლო 50 და 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქის თანხები, დაბალ რისკიან კატეგორიაში ჩაეშვება.

რისკების სიდიდის მიხედვით იქნება დაბანდებული თანხის მზარდი მოგებაც, რაც ბუნებრივია საპნესიო სქემაში ჩართული მოქალაქეების ანგარიშს დაემატება.

მოქალაქე, რომელიც 6 სექტემბრის ჩათვლით, არ მიუთითებს მისთვის სასურველ პორტფელს, მისი ასაკობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შსაბამის კატეგორიაში ავტომატურად აღმოჩნდება და ერთი წლის განმავლობაში ცვლილებების შეტანა აღარ შეეძლება.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ პროცესი უსაფრთხოა და მეტ მოგებას მოიტანს, რაც საპენსიო სქემაში ჩართული მოსახლეობის ინტერესებშიცაა.

სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 631 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 420 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,118 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 11,684,674.97 ლარს შეადგენს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend