მთავარიმსოფლიოევროპაში შესაძლოა ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს - მეტეოროლოგების პროგნოზი

ევროპაში შესაძლოა ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს – მეტეოროლოგების პროგნოზი

სამხრეთ ევროპაში გაუსაძლისი სიცხეა.  მოსახლეობას უჭირს  დღისით მზეზე ყოფნა. ესპანეთში ტემპერატურა დილის საათებში 30 გრადუსზე მეტია,  შუადღეს 40 გრადუსამდეც კი ადის. სითბური ტალღები უკვე ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა.  მოქალაქეებმა არ იციან,  რა უნდა მოიმოქმედონ.

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით განგაშია გამოცხადებული. ე.წ. ელ-ნინიოს ფენომენს თავისი გავლენა აქვს, თუმცა ის არ არის ერთადერთი მიზეზი.

ამინდისა და კლიმატის ექსპერტი ჯონ ნაირნი ამბობს, რომ გლობალური ტემპერატურა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 1980-იანი წლებში ელ ნინიოს დროს იყო და ეს ტენდენცია უფრო იზრდება. რთულია რაიმე ნორმებზე საუბარი, რადგან ეს მონაცემები მუდმივად იცვლება. ერთი რამ კი ცხადია, მომავალში კიდევ უფრო მეტად დათბება.

ამავდროულად, იტალიის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ რომში, ძლიერი სიცხეა, რასაც აფრიკული ანტიციკლონიც უწყობს ხელს. მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში შესაძლოა ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს და 48 გრადუსსაც კი გადასცდეს.  როგორც ცნობილია, მაქსიმალური ტემპერატურა, 48 გრადუსი, კუნძულ სიცილიაზე  2021 წელს გამოვლინდა.

ძლიერი სიცხე მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არ არის.  ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აზიაშიც უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. ტოკიოში თერმომეტრებზე მაჩვენებელი 37 გრადუსს ასცდა. ახლა ქოლგის გარეშე ქუჩაში  გასვლა დიდი გამბედაობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend