სცენარისტები და მსახიობები ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში კვლავ აპროტესტებენ სტრიმინგ კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და კინოს სფეროში დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატებას მოითხოვენ.
უკვე ორი თვეა, ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის, ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებული პროფკავშირები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი.