მთავარიევროპაბელარუსი„ვაგნერის“ დამატებითი ძალები ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდნენ

„ვაგნერის“ დამატებითი ძალები ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდნენ

რუსული სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლების დამატებითი ძალა ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა. ეს იმ შეთანხმების ნაწილია, რომელმაც დაასრულა მათი ამბოხი. ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს წვრთნიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 100-ამდე მანქანა რუსეთის დროშებითა და „ვაგნერის“ სიმბოლიკით ბელარუსის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საველე ბანაკისკენ მიემართება.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშეკნა შუამავლის როლს ასრულებდა იმ გარიგებაში, რომლითაც გასულ თვეს :ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებული ამბოხი დასრულდა. ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ჯარებს შეუძლიათ გაიზიარონ ის საბრძოლო გამოცდილება, რომელიც „ვაგნერს“ აქვს.

რუსეთში კი „ვაგნერის“ მთავარი ბაზა იხურება. განცხადებაში, რომელსაც ერთ-ერთი ტელეგრამარხი ავრცელებს, ნათქვამია, რომ  მოლკინოში ბაზა წყვეტს არსებობას,  ჯგუფი კი  დისლოკაციის ახალ ადგილას გადადის. არხზე ასევე გამოქვეყნდა დროშების დაშვების ამსახველი კადრები ბაზაზე, რომელიც კრასნოდარის რეგიონში მდებარეობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend