მთავარიაზიაისრაელისაქვეყნო "შეშლის დღე" ისრაელში

საქვეყნო “შეშლის დღე” ისრაელში

კანონპროექტი პარლამენტის დეპუტატების მიერ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, ისრაელელი მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზს უკვე თვეებია წარმოადგენს. პრემირ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საპარლამენტო კომიტეტის მიერ შემუშავებული ეს იდეა მოსახლეობას, სასამართლო ხელისუფლების მართვის ტოლფასად მიაჩნია. ხალხმრავალკი საპროტესტო აქციები თელ-ავივის ქუჩებში, კერძოდ საფონდო ბირჟისა და სამხედრო შტაბ-ბინის მიმდებარედ გაიმართა. დემონსტრანტებმა ამ უწყებების ბლოკირება მოახდინეს. ამბობენ, რომ მაღალჩინოსნებს მოსამართლეების კონტროლი და მათთის სასურველი გადაწყვეტილების მიღება სურთ, რის უფლებასაც არ მისცემენ.

„პრემიერ-მინისტრის ეს გეგმა სრულად ჩამოშლის სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას. რაც ამ საფონდო ბირჟამ გაუკეთა ისრაელის ეკონომიკას. სიმბოლურად სწორედ აქ ვდგავართ. ჩვენ მეორე ადგილიდან, თითქმის მესამე სამყაროს ქვეყანა ვხდებით, რაც თითოეულ ისრაელელზე აისახება. ახლა კი მთავრობა სასამართლოს განადგურებას აპირებს, რითაც დემოკრატია გაცამტვერდება. თუ არ გვექნება იგივე ღირებულებები სამართალთან, ლიბერალიზმთან დაკავშირებით, როგორ იქნება აშშ ჩვენი პარტნიორი ქვეყანა“,- ამბობს აქციის ცვია ბადერი.

ამ დემონსტრაციას უკვე ეწოდა საქვეყნო „შეშლის დღე“, რადგან მოსახლეობა პრემიერის ამ ინიციატივით გაბრაზებულია. საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც იგეგმება. პროტესტის მონაწილეთა რიცხვი იზრდება.

„თუ ჩვენ დღეს სათანადოდ მყარად არ დავდექით, არ იქნება ისრაელი. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს კანონი მიიღეს, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ჩამოიშლება. ამის მერე კი ამერიკა აღარც ფულს მოგვცემს და არც გვერდით დაგვიყენებს. ეკონომიკასა და ჯარში პრობლემებია. ამას სამართლის პრობლემაც დაემატება და ისრაელიც გაქრება“, – თქვა კიდევ ერთმა დემონსტრანტმა იდიტ ავიშაიმ.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის დეპუტატებს შეეძლებათ დანიშნონ ან მოხნსნან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ასევე გააუქმონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სწორედ ეს ჩანაწერი მიაჩნიათ ისრაელის დემოკრატიის დამცველებს პრობლემად. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მასშტაბური პროტესტები გაგრძელდება და მთავრობას აიძულებენ ეს იდეა დაივიწყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend