მთავარიმსოფლიოსამხრეთ კორეასა და ინდოეთში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა

სამხრეთ კორეასა და ინდოეთში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა

სამხრეთ კორეაში 9 ივლისიდან გადაუღებლად წვიმს, რასაც  მეწყრული პროცესები, წყალდიდობები და სხვა მოვლენები მოჰყვა.  გარდაიცვალა 40 ადამიანი, 34 დაშავდა, 9 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. გასული კვირის განმავლობაში აუცილებელი გახდა 5000 ადამიანის ევაკუაცია, მათგან 2000  ამ დრომდე თავშესაფრებში რჩება. დაკეტილია 140 გზა. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ  ნალექიანი ამინდი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კვლავ შენარჩუნდება.

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მდინარე ჯამუნა ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდება. თუმცა ქალაქის დაბლობი ნაწილები ჯერ კიდევ წყლით არის დაფარული. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, თავის გადარჩენის მიზნით შემაღლებულ ადგილებზე ასულიყო. დედაქალაქის მასშტაბით მოეწყო დროებითი თავშესაფრები.

ბელგიაში კი ორი წლის წინ ჩრდილოეთ ევროპაში მომხდარი საშინელი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილები გაიხსენეს.  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და „მწვანე შეთანხმების“ ხელმძღვანელი ფრანს ტიმერმანსი წყალდიდობით დაზარალებულ ადგილებში ჩავიდნენ. ორი წლის წინ წყალდიდობის შედეგად ბელგიასა და გერმანიაში 220 ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend