მთავარიაზიაირანიირანის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ზნეობის პოლიცია პატრულირებას განაახლებს

ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ზნეობის პოლიცია პატრულირებას განაახლებს

ირანი განაახლებს „ზნეობის პოლიციის“ პატრულირებას მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის აღსასრულებლად, რომელიც ქალებს საზოგადოებაში თმის დაფარვას ავალდებულებს.

ზუსტად 10 თვე გავიდა 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან, რომელიც  ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს, ხოლო მოგვიანებით იგი პოლიციაში გარდაიცვალა.

მისმა სიკვდილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია, რომელიც სასტიკად ჩაახშეს. ძალადობრივი დარბევის შედეგად დაიღუპა 500-ზე მეტი დემონსტრანტი და დააპატიმრეს თითქმის 20 000 მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend