2022 წელს საქართველოს განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 2.6 მლრდ ლარი შეადგინა – ეს ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო ბანკის, გალტ&თაგარტის ახალ კვლევაში წერია.
დოკუმენტის თანხმად, რომელიც საქართველოში ზოგად და უმაღლეს განათლებას მიმოიხილავს ასევე ნათქვამია, რომ 2010-22 წლებში სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე გასამმაგდა და მშპ-ს 3.7% შეადგინა, თუმცა კვლევის თანახმად კვლავ დაბალია ევროკავშირთან შედარებით. კვლევის ძირითად მიგნებებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “გალტ&თაგარტის” სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა ისაუბრა.