დასავლეთი უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევის ფარგლებში პერიოდულად აწვდის შეიარაღებას. თუმცა ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი, ამიტომ უკრაინელები იძულებული არიან, ბრძოლის დროს ძირითადად საბჭოთადროინდელი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა გამოიყენონ. მიმდინარე კვირას ნატო დაჰპირდა უკრაინას, რომ დამატებით შეირაღებას მიაწვდის, რასაც მიესალმებიან სამხედროებიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ ეს დახმარება ახლა სჭირდებათ.
უკრაინის 59-ე ბრიგადის მეთაური ვოლოდიმირი ამბობს, რომ მათ იმდენი რამ ისწავლეს, რომ შეუძლიათ, სხვებსაც ასწავლონ. თუმცა იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს შეიარღება გადასცეს, უკვე იციან, რა როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება საწვრთნელ პოლიგონზე. მისი თქმით, უკრაინაც ბევრს შეამატებს პარტნიორებს და ასე დაეხმარებიან ერთმანეთს.
შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, რომ გადასცეს უკრაინას კასეტური შეირაღება, რამდენიმე დასავლელი მოკავშირის შეშფოთება გამოიწვია, თუმცა უკრაინელები აცხადებენ, რომ ასეთი შეიარაღება უმნიშვნელოვანესია წარმატებული კონტრშეტევისთვის. ოფიცრები თვლიან, რომ ტერიტორიის დასაცავად ყველანაირი იარაღის გამოყენება გამართლებულია, რადგან ისინი არ იბრძვიან რუსეთის ტერიტორიაზე, ისინი იცავენ თავიანთ მიწას და მის გათავისუფლებას ცდილობენ.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დასავლური შეიარაღების რეალური ეფექტი მანამ არ გამოჩნდება, სანამ უკრაინა არ გამოიყენებს თავისი საბრძოლო ძალების დიდ ნაწილს, რომელიც ამჟამად რეზერვშია.