მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ბასტილიის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

საფრანგეთში ბასტილიის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

საფრანგეთში ბასტილიის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, წელს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ტრადიციულ ფეიერვერკებს აღარ გაუშვებენ. რამდენიმე ქალაქში კი შემცირდა დღესასწაულთან დაკავშირებული აქტივობები.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ერიკ დიუპონ-მორეტი მოქალაქეებს  აფრთხილებს, რომ მათ საზოგადოებაში ძალადობა დაუშვებელია და ამ დღესასწაულის ჩაშლის უფლება არავის აქვს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი საფრანგეთში ჩავიდა. იგი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.  საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთს მომავალში მნიშვნელოვან მოთამაშედ განიხილავს. სადღესასწაულო აღლუმში ინდოელი სამხედროები და პილოტებიც მიიღებენ მონაწილეობას.  მის ვიზიტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ნარენდრა მოდის გაეროშიც სდებენ ბრალს ავტორიტარულ მმართველობასა და ინდოეთში ეროვნული უმცირესობების შევიწროებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend