მთავარისაქართველოკელი დეგნანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო გენეტიკურ ლაბორატორიას ესტუმრა

კელი დეგნანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო გენეტიკურ ლაბორატორიას ესტუმრა

აშშ-ის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აღიჭურვა ახალი ლაბორატორიული ხელსაწყოებით, რომლის საშუალებითაც გენეტიკური კვლევების საფუძველზე დაავადებათა დიაგნოსტიკა იქნება შესაძლებელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია მოინახულა.

ლაბორატორია ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ყოველწლიურად ვითარდება, რაც უფრო მეტი კვლევის ჩატარების, თანამშრომლების გადამზადებისა თუ სხვა კიდევ ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გენეტიკურ ლაბორატორიაში არსებული აპარატურა დაათვალიერა. ისინი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობებს გაეცნენ. ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიმართულებით და ამერიკის შეერთებული შტატების როლი, გენეტიკური ლაბორატორიების გაძლიერებისთვის საქართველოში.

“დღევანდელი დღე არის მშვენიერი მაგალითი ხანგრძლივი თანამშრომლობის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას მნიშვნელოვანი გენომი სეკვენირების აპარატურა გადაეცა, რაც შესაძლებლობას იძლევა გენომების უფრო ზუსტი გაგების იმ დაავადებებში, რაც გვხვდება ცხოველებში, მცენარეებში და ზოგჯერ გადადის ადამიანებზეც. ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარდება საქართველოში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. შეერთებული შტატები ძალიან მოხარული და ამაყია, რომ ჩართულია ამ მნიშვნელოვანი  მხარდაჭერის საქმეში”,  – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend