იტალიის სანაპირო დაცვის ხომალდი, რომლის ბორტზეც 800-ამდე მიგრანტი იმყოფებოდა, რეჯო-დი-კალაბრიის პორტში 13 ივლისს შევიდა.
გავრცელებული ინფრომაციით, ბორტზე ასევე იმყოფებიან იმ დაღუპული ბავშვის მშობლები, რომლის ცხედარიც ლამპედუზის სანაპიროზე ზღვამ გამორიყა.
მიგრანტებს შორის იყო ასევე რეჯო-დი-კალაბრიისკენ მიმავალი 50 ადამიანი, რომლებიც სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადაარჩინეს. 550 მიგრანტი რეჯო-დი-კალაბრიის პორტში ჩაიყვანეს, დანარჩენ 250 მიგრანტს კი მესინაში გაუშვებენ.