ლონდონში ჰოლივუდის ვარსკვლავები “ოპენჰაიმერის” პრემიერას არ დაესწრნენ. მსახიობები იმ გაფიცულ სცენარისტებს უჭერენ მხარს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. აშშ-ის კინემატოგრაფებისა და პროდიუსერების ალიანსი რომელიც 160 000 მსახიობს აერთიანებს, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვისთვის ემზადება. კინემატოგრაფიის წარმომადგენლები გიგანტური კინომწარმოებლებისა და სტრიმინგკომპანიებისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ და ამასთან აპროტესტებენ ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
„მთელი ბიზნესმოდელი შეიცვალა ციფრული A.I სტრიმინგით. ეს ისტორიული მომენტია. ახლა სიმართლის დროა. თუ ახლა ხმას არ ავიმაღლებთ, ყველას უბედურება გველის. ჩვენ ყველანი ხელოვნური მექანიზმით ჩანაცვლების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით”, – განაცხადა SAG-AFTRA-ს პრეზიდენტმა ფრენ დრეშერმა.
გაფიცვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გილდიასა და სტრიმინგკომპანიებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. კინო ინდუსტრიაში სცენარისტებისა და მსახიობების მოსალოდნელია, რომ გაფიცვამ ასევე შესაძლოა, “ემის დაჯილდოება” გვიან შემოდგომამდე ან მომავალ წლამდეც კი გადაავადოს.
სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვა ინდუსტრიის სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს. ამავდროულად, მას უარყოფითი გავლენა ექნება ლოს-ანჯელესის ეკონომიკაზე.