მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმიის კონრშეტევა გრძელდება

უკრაინის არმიის კონრშეტევა გრძელდება

ბახმუტთან ახლოს მდებარე უკრაინული საველე ჰოსპიტლის ექიმები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ამ მიმართულებაზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რიცხვი შემცირებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების 77-ე სადესანტო შემტევი ბრიგადის ანესთეზიოლოგი ევჰენ სოროკა ესოშიეიტედ პრესთან საუბრობს, რომ ბოლო პერიოდში დაჭრილთა რაოდენობის შემცირების პარალელურად გაზრდილია ევაკუაციის დრო, რაც უკრაინული არმიის წინსვლითაა გამოწვეული.

ევჰენ სოროკა: „ახლა ბევრად ცოტა დაჭრილი გვყავს ვიდრე ერთი ან ორი თვის წინ იყო. ნაკლები დატვირთვა გვაქვს. სამწუხაროდ ევაკუაციის დროა გაზრდილი. ფრონტის ხაზიდან ევაკუაციისთვის ადრე თუ ნახევარი საათი, ოცი წუთი იყო საჭირო, ახლა შეიძლება ერთ დღემდე გაგრძელდეს. დანაყოფებმა წინ წაიწიეს და შესაბამისად ევაკუაციის დროც გაიზარდა. ბახმუტის მიმართულებაზე ოთხშაბათს რუსულმა შეიარაღებულმა არმიამ ძლიერი საავიაციო იერიში განახორციელა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ფრონტის სამხრეთ ფლანგზე ნოვდანილოვკისა და პატარა ტოკმაჩკის მიმართულებით უკრაინულმა არმიამ რუსული ძალები საარტილერიო ცეცხლით დააზიანა. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსულ მხარეს დიდი დანაკარგები აქვს და აქტიურად იყენებს რეზერვს. უკრაინული კონტრშეტევის ფონზე კი რუსულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში კონტრდაზვერვითი საქმიანობა გააქტიურეს.

ანდრიი კოვალოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი: „რუსული საოკუპაციო ძალები კონცენტრაციას ახდენენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებაზე. გასული 24 საათის განმავლობაში 35-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მოწინააღმდეგემ გააძლიერა კონტრდაზვერვითი საქმიანობა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში.

ოკუპანტები ახორციელებენ მასობრივ რეიდებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ ბინებში . ამოწმებენ ტელეფონებს და დოკუმენტებს. ამ გზით კი ცდილობენ დააშინონ მოსახლეობა და გამოავლინონ ის პირები ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებიან.“ 13 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებითაც მიიტანეს იერიში.

ჩრდილო აღმოსავლეთით – კურსკის მიმართულებიდან და სამხრეთ აღმოსავლეთით – პრიმორსკი ახტარსკიდან. 1რუსებმა ორი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს შავი ზღვის აკვატორიიდან, ხოლო ყირიმის ტერიტორიიდან კი ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ ემ-ი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოცივე უპილოტო დრონი კიევის ოლქთან გაანადგურა. განადგურდა ასევე სხვადასხვა მიმართულებით ნასროლი ფრთოსანი რაკეტები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend