თბილისში პროგრამის, სახელწოდებით GoGreen პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილე სტარტაპებმა 12-კვირიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს. ძირიტად სფეროს ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, დადებითი სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა წარმოადგენდა. Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამა GoGreen, მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების, კომპანიებისა და ინდივიდების გაძლიერებას.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ და Preshfood-ის დამფუძნებელმა, რატი დანელიამ ისაუბრეს.