როგორია სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმების მიმართ თბილისის მცხოვრებთა განწყობები და დამოკიდებულება — რას აფასებენ ისინი დადებითად და რას უარყოფითად – ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ “მწვანე ალტერნატივა” მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობის – 86%-ის აზრით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თბილისში საცობებთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა. 77%-ის აზრით, ასევე, გაუარესდა პარკინგთან დაკავშირებული სიტუაცია.
კვლევის მიგნებებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ორგანიზაციიდან “მწვანე ალტერნატივა”, ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორმა, მარიამ ფაცაციამ ისაუბრა.