მთავარიევროპაუკრაინასაფრანგეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას გეგმავს

საფრანგეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას გეგმავს

500-ზე მეტი დღე  გავიდა, რაც რუსული საოკუპაციო ძალები მეზობელ უკრაინაში შეიჭრნენ. კიევში ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს.  კარგი ამინდისა და ქალაქის ცენტრში გამოყვანილი დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკის ფონზე უკრაინის დროშებიც ფრიალებდა. უკრაინაში თითქოს ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.

ქვეყნის სხვა ნაწილებში კი გრძელდება ბრძოლები. უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესვრიან ნაღმტყორცნიდან რუსულ სამხედრო სატვირთო მანქანას. კადრები გადაღებულია ბახმუტთან ახლოს, სადაც გრძელდება მძიმე შეტაკებები რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის.

აღმოსავლეთის ფრონტზე კი უკრაინელები დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებულ სამხედრო დახმარებას იყენებენ. საფრანგეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას გეგმავს. პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ ასეთი შეიარაღება უკრაინელებს საშუალებას მისცემს, დაიცვან თავიანთი ტერიტორია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი თათრეთის რესპუბლიკაში ჯავშანმანქანების ქარხანა მოინახულა. შოიგუ აცხადებს, რომ  თუ შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის,  რუსეთიც იძულებული გახდება, მსგავსი შეიარაღება გამოიყენოს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend