მთავარიაზიაისრაელიისრაელში ათასობით მომიტინგემ გზები და ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი გადაკეტა

ისრაელში ათასობით მომიტინგემ გზები და ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი გადაკეტა

ათასობით ისრაელელმა ქუჩები და ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი გადაკეტა. დემონსტრანტები მთავრობის გეგმასა და  სასამართლო სისტემის რეფორმას აპროტესტებენ.  ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 70 მომიტინგე. პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრანაციონალისტი და ულტრამემარჯვენე მოკავშირეების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გამო ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციები იმართება. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანა ავტორიტარული მმართველობისკენ მიდის.

პროტესტის მონაწილე იაელ ერეზი ამბობს, რომ უკვე ნახევარი წელია, რაც აპროტესტებს. მისი თქმით, ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას სახე უცვალოს და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებსა და მათ უფლებებს იცავს, აქციოს უთანასწორო სახელმწიფოდ, რომლისთვისაც პრიორიტეტული მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფთა პირადი ინტერესებია.

აქციის მონაწილეების აზრით, ისრაელის მთავრობა უგულებელყოფს თავის მოქალაქეებს. მოსახლეობის ნახევარი თავს  მიტოვებულად გრძნობს. მათ გული სტკივათ, როდესაც  ხედავენ, როგორ ექცევიან მათ ქვეყანას.

გუშინ საპროტესტო აქცია ისრაელის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო გაიმართა. პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით,  უზენაეს სასამართლოს აღარ ექნება უფლებამოსილება,  მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილოს.  კანონპროექტის საბოლოოდ დასამტკიცებლად კიდევ 2 მოსმენაა საჭირო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend