ევროპის კონტინენტზე ძლიერი სიცხეა. „ეცადეთ, გაგრილდეთ!“ – ასე უჩვეულოდ დაიწყო ავსტრიაში ახალი ამბების წამყვანმა გადაცემა.
ავსტრიაში, ისე, როგორც სხვა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ტემპერატურა 30 გრადუსს გადასცდა. მოქალაქეები იძულებული არიან, ხელისუფლების მიერ სპეციალურად მოწყობილ გაგრილების ცენტრებს მიმართონ.
ესპანეთშიც მაღალი ტემპერატურა იყო. რამდენიმე ადგილას 40 გრადუსსაც კი გადასცდა. ბევრისთვის გაგრილების ერთადერთი საშუალება საცურაო აუზი იყო.
მსგავსი ვითარებაა საფრანგეთშიც. ლიონსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე დღეა ძლიერი სიცხეა. მიმდინარე კვირას მოსალოდნელია შტორმები. ამინდის ცვლილება მოქალაქეებს მცირედით მაინც შეუმსუბუქებს ყოფას.