საქართველოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნებათ – ეს გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვთა რაოდენობა ყოველწლიურად 300-მდეა და მათი მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ სამ ქვეყანაში.