გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სადღესასწაულო განწყობაა. დროშები ცისარტყელას ფერებში, კოსტიუმირებული მონაწილეები, სიმღერა, ცეკვა და ღირსების მარში – ასე გამოიყურება გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის ქუჩები.
“დღეს აქ კარგი ემოციებისთვის და გართობისთვის, მეგობრებთან შესახვედრად და ქვირ ადამიანების უფლებების დასაცავად მოვედი.”
„მიმაჩნია, რომ მაშინ როცა ჩვენი პოლიტიკა განსაკუთრებით წარმოაჩენს თავის თავს, ჩვენი აქ ყოფნა და ღირსების, სიამაყის მსვლელობის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენი უფლებების დასაცავად, იმისათვის რომ ვიარსებოთ. ჩვენ არსად წასვლას და დამალვას აღარ ვაპირებთ.“ – ამბობენ ღირსების მარშის მონაწილეები.
2023 წელს კიოლნში ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დასაცავად გამართულ ღონისძიებას დაახლოებით 60 ათასამდე მონაწილე ესწრებოდა – მეტი ვიდრე ოდესმე. მათ 4 კილომეტრზე მეტი იარეს და ასე ჩაატარეს ღირსების მარში.
„კიოლნის სიამაყე“ 2023 შეუდარებელია!! რა თქმა უნდა ჩვენ პრაიდის ყველაზე დიდ ღონისძიებას ვმართავთ ევროპაში და ალბათ, წელს პირველად მოვხვდებით პრაიდის დემონსტრაციების ხუთეულში მსოფლიოს მასშტაბით,” – ამბობს უგო ვინკელსი, „კიოლნის სიამაყის“ ასოციაციის თავმჯდომარე.
იმისათვის, რომ “ღირსების მარშის” მონაწილეების სადღესასწაულო განწყობა არაფერს გაეფუჭებინა, კიოლნში პოლიციის ასეულობით დანაყოფი იყო მობილიზებული.