მთავარისაქართველოჩაშლილი "პრაიდ ფესტი" და სახელმწიფოს როლის პოლიტიკური შეფასებები

ჩაშლილი “პრაიდ ფესტი” და სახელმწიფოს როლის პოლიტიკური შეფასებები

2023 წლის 8 ივლისი, ქართული დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი სატესტო დღე იყო. აქვს თუ არა უმცირესობებს ამ ქვეყანაში რეალური უფლებები, თუ ეს უფლებები მხოლოდ შავი მელნით, თეთრ ფურცელზე წერია წიგნში სახელად – კონსტიტუცია. როგორ იმოქმედა სახელმწიფომ და ჩანდა თუ არა საერთოდ სახელმწიფო ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის რისკის ქვეშ მყოფი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერი მოქალაქეების გვერდით. მომხდარის შეფასება არ წყდება არც სამოქალაქო სექტორში, არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არც პოლიტიკურ წრეებში.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ის მაინც შეძლეს, რომ პირველადი ვალდებულება შეესრულებინათ და მოქალაქეთა ფიზიკური გადარჩენა მოახერხეს.

“სახელმწიფოს და სამართალდამცავების უპირველესი ვალდებულება და მოვალეობა არის, დაიცვან მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. იმის გამო, რომ ესკალაციის მაღალი რისკი იყო, უზრუნველყო ეს ვალდებულება.

ქრისტიანობისა და ქართველობის დაცვის სახელით ძალადობრივად მოქმედი მოქალაქეებისგან, კერძო ღონისძიების ჩაშლის ფაქტი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მკაცრად და კრიტიკით შეაფასეს. ამბობენ, რომ ეს ძალადობრივი თავდასხმა, სახელმწიფოსგან იყო მართული და პოლიციაც სისტემას ემსახურებოდა. დანარჩენი არის შეფასებების საგანი და ჩვენ ვნახეთ არაერთი გამოხმაურება“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ არათუ არ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოძალადეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს – დაერბიათ ღონისძიება და სამარცხვინოა, როდესაც პოლიცია ანტისაოკუპაციო აქციებს შლის გაზით, წყლის ჭავლით, რობოკოპებით, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს, მაგრამ რეალურად, სადაც უნდა აღკვეთოს ძალადობა იქცევა ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ფილიალი. ერთი რამე არის ნათელი, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეუძლებელია გქონდეს პოლიციის იმედი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.

„თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩასაშლელად, პოლიციის რაზმების მიუხედავად, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები მაინც შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციამ მხოლოდ ორი პირი დააკავა. მათგან არცერთია ორგანიზატორი.

ჩაშლილი „პრად ფესტის“ ორგანიზატორებმა ამის შემდეგ თქვეს, რომ 8 ივლისის მოვლენები ეს იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend