მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი „პრაიდის ფესტივალს“ გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი „პრაიდის ფესტივალს“ გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა 8 ივლისს დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალს“ და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდ ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.
,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში”-  წერს სალომე ზურაბიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend