მთავარიკუბისაფრანგეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ყალბი ამბები სოციალურ ქსელში

საფრანგეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ყალბი ამბები სოციალურ ქსელში

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სოციალურ ქსელში ანტიდასავლური დეზინფორმაციის მიზეზი გახდა. ერთ-ერთი ყალბი ამბავი შეეხებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის და მის გაყალბებულ ციტატებს საფრანგეთზე.

ასევე ყალბი ამბავია, რომ ქალაქ მარსელში ბიბლიოთეკის შენობას მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს.

ერთ-ერთი ციტატის მიხედვით, თითქოს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ბევრი წელი სთავაზობდა დასავლეთს ნატოში გაწევრიანებას, ახლა კი უყურებს “ცეცხლმოკიდებულ მარსელს და უსვამს კითხვას საფრანგეთს, როგორ გრძნობენ თავს უკრაინის გარეშე”.

კიდევ ერთი ციტატა, რომელიც გაყალბებულია შეეხება ზელენსკის თხოვნას, რომ საფრანგეთში მომიტინგეებისთვის ჩამორთმეული იარაღი გადაეცეს უკრაინას. ეს ორივე ციტატა არის ყალბი და ამ სიტყვებს ვერ იპოვით ვერც უკრაინის პრეზიდენტის მიმართვებში, ვერც ინტერვიუებში და ვერც სხვა ღია წყაროებში.

საფრანგეთთან დაკავშირებით ყალბი ამბები ამით არ დამთავრებულა. სოციალურ ქსელში ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა “მითების დეტექტორმა” შეამოწმა რამდენიმე ვიდეო, რომელიც გააზიარეს ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა. ერთ-ერთ ვიდეოზე ცეცხლმოკიდებული შენობა ჩანს. პოსტების ავტორის მტკიცებით, ეს მოვლენა ხდება საფრანგეთში კეძოდ მარსელში და შენობა არის ალკაზარის ბიბლიოთეკა, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს მომიტინგეებმა.

რა მოხდა სინამდვილეში.  29 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მარსელში აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა – ალკაზარი. ვანდალური ფაქტის შედეგად დაზიანდა შენობის ფანჯრები და შესასვლელის ნაწილები, რის გამოც დაწესებულება რამდენიმე დღით დაიკეტა, თუმცა ზიანი არ აღმოჩნდა სერიოზული და 5 ივლისს ბიბლიოთეკა კვლავ გაიხსნა.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელსაც საფრანგეთში მიმდინარე მოვლენად ასაღებენ, სინამდვილეში გადაღებულია ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. კადრზე ჩანს საფოსტო ოფისი, რომელიც 2023 წლის მაისში დაიწვა. ეს ვიდეო “ასოშიეტედ პრესმაც გადაამოწმა.

კიდევ ერთი ვიდეო, რომლითაც საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების მანიპულირება მოხდა. გავრცელდა ვიდეო, რომელზეც პარიზის ქუჩებში ალჟირის დროშებით მოფრიალე ხალხს ვხედავთ.  სინამდვილეში ვიდეო გადაღებულია 2019 წელს და მას საფრანგეთში 2023 წელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

2019 წელს მართლაც შეიკრიბნენ საფრანგეთში მცხოვრები ალჟირელები პარიზის ქუჩებში. პროტესტი მაშინ გამოიწვია ალჟირის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა ზედიზედ მეხუთედ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend