მთავარიევროპაიტალიაიტალიას ტურისტების რეკორდული რაოდენობა სტუმრობს

იტალიას ტურისტების რეკორდული რაოდენობა სტუმრობს

იტალია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა მსოფლიოში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს იქაურ მაცხოვრებლებზე.

მიმდინარე წელს იტალიაში ტურისტთა რეკორდულ ნაკადს ელოდებიან, რამაც შესაძლოა დედაქალაქ რომში მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნას. მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ რომში საჯარო ტრანსპორტის მხრივ ისედაც გარკვეული პრობლემებია.

,,ტურისტი სხვა არაფერია, თუ არა დროებითი მოქალაქე. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება კმაყოფილი გავუშვათ ჩვენი ქვეყნიდან’’, -ამბობს ჯანლუკა დი გაეტანო, რომის სასტუმროთა გაერთიანებების დირექტორი

იტალიის ეროვნული ტურისტული ინსტიტუტის თანახმად, 2023 წლის პირველმა კვარტალმა რიცხვების შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა: 2023 წლის იანვრიდან მარტამდე საერთაშორისო ტურიზმი იტალიაში 86%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათი განცხადებით, ტურისტების უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.

მოსალოდნელია, რომ წელს 30 მილიონი ტურისტი მხოლოდ  ქალაქ რომს ეწვევა, რაც პოზიტიურად აისახება სასტუმროებსა და კომერციულ საქმიანობებზე, თუმცა, რომში ცხოვრება კოშმარად იქცევა ადგილობრივებისთვის.

,,იმის გამო, რომ ზაფხულში სკოლები და უნივერსიტეტები აღარ მუშაობს, ვფიქრობ ამ მიზეზით ტრანსპორტის შემცირება არასწორია. ისედაც უამრავი მაცხოვრებელი და ამასთანავე ტურისტი მოძრაობს ამ პერიოდში და ქალაქს რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ესაჭიროება”,-ამბობს მარია კონფიდენტი, რომის მაცხოვრებელი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის იყო იტალიის დედაქალაქის პრობლემა და ყველაზე სუსტი წერტილი. ამჟამად მიმდინარეობს მეტროპოლიტენის მესამე ხაზის განვითარება, მაგრამ მიწისქვეშა სამუშაოები ხშირად ჭიანურდება არქეოლოგიური აღმოჩენების გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend