ოცდახუთმა ახალგაზრდა მეწარმემ უკვე დაიწყო თავისი მოგზაურობა ბიზნესის სამყაროში ინოვაციური სასწავლო კურსის „ფერადი ბიზნესი“ საშუალებით. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სტარტაპ მეწარმეების დახმარებას ლგბტ თემებიდან, ბიზნესის განვითარების მხარდაჭერასა და თანასწორი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
„ფერადი ბიზნესი“ ეყრდნობა ბიზნეს-ტრენინგის წარმატებულ მოდელებს, მათ შორის, 360-გრადუსიან მიდგომას, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მათი ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ცოდნას, უნარებსა და რესურსებს სთავაზობს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა ისაუბრა.