მთავარიევროპარუსეთიბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთშია

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთშია

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც ცნობილია, პრიგოჟინი რუსეთიდან მის მიერ წამოწყებული ხანმოკლე აჯანყების გამო გააძევეს. ალექსანდრ ლუკაშენკამ პრიგოჟინთან დაკავშირებით განცხადება მინსკში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

მისი თქმით, პრიგოჟინი სანკტ-პეტერბურგშია. იგი შესაძლოა, მოსკოვშიც ჩავიდეს ან სადმე სხვაგან, რაც მთავარია, იგი ბელარუსის ტერიტორიაზე აღარ არის.

ქვეყნიდან გაძევების პირობები უცნობია, თუმცა ერთი რამ ცხადია,  „ვაგნერის“ მებრძოლებს ბელარუსის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება აქვთ. ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი რუსეთში თავისი საქმეების დასასრულებლად ჩავიდა. აჯანყების შემდეგ რუსეთმა „ვაგნერის“ წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, გაჩხრიკეს პრიგოჟინის საცხოვრებელი სახლიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend