მთავარიევროპაუკრაინაკონტრშეტევის პარალელურად უკრაინა დამატებით შეიარაღებას მიიღებს

კონტრშეტევის პარალელურად უკრაინა დამატებით შეიარაღებას მიიღებს

უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, როგორც აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთ მიმართულებაზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის უკრაინის ფრონტისპირა რეგიონები რუსული საავიაციო და საარტილერიო ცეცხლით იბომბება.

ამ ფონზე ექსპერტების შეფასებით, დამატებითი შეიარაღება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ მიმართვაში უკვე ამ ახალი შეიარაღების მიღების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან საუბრისას ცნობილი გახდა, ქვეყანა იმ შეიარაღებას მიიღებს, რაც უკრაინას ძალიან ჭირდება. ესენია, რაკეტები და ტანკები.

“იმისთვის, რომ მშვიდობა მალე დამყარდეს და დიდხანს გაგრძელდეს რუსულმა ბოროტებამ უნდა დაინახოს, თუ რას ვუპირისპირებთ კრემლის ამბიციებს”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკივის ოლქზე. ქალაქი პერვომაისკი სავარაუდოდ, რაკეტა ისკანდერით დაიბომბა.

დაზიანდა 8 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. 40 ადამიანზე მეტი დაშავდა. მათ შორის 12 ბავშვი. ორი მცირეწლოვანი – მათი ასაკი ერთ წელზე ნაკლებია. ამ მომენტისათვის პოლიცია და სამაშველო სამსახურები ჯერ კიდევ მუშაობენ ადგილზე.

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა.
კონტრშეტევითი ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.

ფრონტის ამ მონაკვეთებზე უკრაინულმა არმიამ წარმატებით მოიგერია მოწინააღმდეგის იერიშები და წინსვლა გააგრძელა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსებმა საავიაციო იერიში მიიტანეს რივნოპილის რაიონში, სამხრეთის ფრონტზე, რომელიც წარმატებით მოიგერიეს.

მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთის ფრონტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend