მთავარიმსოფლიოკლიმატის კრიზისი: „ელ-ნინიო“ დაბრუნდა

კლიმატის კრიზისი: „ელ-ნინიო“ დაბრუნდა

„ელ-ნინიო“ 7 წლის შემდეგ  ისევ დაბრუნდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას ამ ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენის შესახებ, რომელიც წყნარი ოკეანის ტროპიკებში წარმოიქმნება და იწვევს ოკეანის ტემპერატურის მატებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დედამიწის უმეტეს ნაწილში კლიმატური პირობების შეცვლას.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ვილფრან მუფუმა-ოკია აღნიშნავს, რომ „ელ-ნინიოს“გავლენა, სავარაუდოდ, გლობალური ტემპერატურის  ზრდას შეუწყობს ხელს, რადგან ის ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ დათბობას  დაემატება და ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის გლობალურ ტემპერატურას.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ელ-ნინიო“ მნიშვნელოვნად გაზრდის ქლორის შემცველი ტალღების ალბათობას და ასევე რეკორდულად მაღალ ტემპერატურას გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. გარკვეულ ადგილებში მოსალოდნელი იქნება გვალვა, სხვა ადგილებში კი – წყალდიდობები და უხვი ნალექი. გაერო მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, წინასწარ განჭვრიტონ „ელ-ნინიოს“ შედეგები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend