მთავარიაზიაისრაელიჯენინში დასრულდა ისრაელის სამხედროების კონტრტერორისტული ოპერაცია

ჯენინში დასრულდა ისრაელის სამხედროების კონტრტერორისტული ოპერაცია

ისრაელელმა სამხედროებმა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან გასვლა დაიწყეს. მისიის ფარგლებში მოკლულია 13 პალესტინელი, ათასობით მოქალაქეს კი თავიანთი სახლების დატოვება მოუწია. ამასთანავე, დაიღუპა ერთი ისრაელელი სამხედრო. სამხედრო მანქანების კოლონა შეტევის დაწყებიდან 48 საათზე ნაკლებ დროში გავიდა უკან.

როდესაც ისრაელელი სამხედროები ბანაკს ტოვებდნენ, პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან  ხუთი რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით, თუმცა  ხუთივე გაანეიტრალეს. ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, თელ-ავივში რამდენიმე ადგილას ინციდენტები მოხდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჯენინის ოპერაცია არ არის ერთჯერადი ხასიათის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამ დროისთვის ასრულებენ მისიას, თუმცა დასძენს, რომ ჯენინში ჩატარებული ოპერაცია არ არის ერთჯერადი ხასიათის. ისრაელი გააგრძელებს  მისიას, სანამ ეს საჭირო იქნება,  რათა აღმოფხვრან ტერორიზმი. მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ჯენინი ისევ ტერორისტთა თავშესაფარი იყოს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ სადაც ტერორიზმს აღმოაჩენენ, იქ დაარტყამენ.

ისრაელში კმაყოფილი არიან შედეგებით, თუმცა გაერომ დაგმო მათი მასშტაბური საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები,  განსაკუთრებით კი საჰაერო დარტყმები მჭიდროდ დასახლებულ  ლტოლვილთა ბანაკის  ტერიტორიაზე. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის მიზანი იარაღის ამოღება და ტერორისტების დაკავება იყო. პალესტილენები კი ამ ქმედებას ინტერვენციად აფასებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend