უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის საგარეო საქმეთა უწყებამ დაიბარა. ელჩის დაბარება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველოს ელჩმა 48 საათში უნდა დატოვოს უკრაინა, დაბრუნდეს თბილისში და ხელისუფლებასთან მოაგვაროს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი.
საგარეო საქმეთა სმაინისტროს განცხადებაში წერია, რომ ქართველ დიპლომატს ოფიციალურად გადაეცა ნოტა და უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ეს საკითხი შეაფასეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც. მმართველ პარტიაში ფრთხილად აკრიტიკებენ უკრაინელ პოლიტიკოსებს ამ გადაწყვეტილების გამო და უსამართლოს უწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ამას, უკრაინის მხრიდან გადადგმულ ლოგიკურ, თუმცა მტკივნეულ ნაბიჯად აღიქვამენ.
ალეკო გვეტაძე